"ოცნებამ" იცის რომ არჩევნები წააგო, ამიტომაც იღებენ რეპრესიულ კანონებს - გალერი
საქართველო პროცესები სწორი მიმართულებით აღარ მიდის - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერმა საგარეო საქმეთა საკითხებში, მაიკლ გალერიმ ბირუსელში, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, "ოცნებამ" იცის რომ არჩევნები წააგო, ამიტომაც იღებენ რეპრესიულ კანონებს.
საქართველო პროცესები სწორი მიმართულებით აღარ მიდის. დემონსტრაციის მონაწილე მშვიდობიან მოქალაქეების მონაყოლით ჩანს რომ ქვეყანას ბელორუსული სტილით მართავენ. ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ შეიძელება ვითარების გამოსწორება და კიდევ დარჩა ვინმე მმართველ პარტიაში, ვისაც საბჭოთა მმართველობის დამყარება არ უნდა. ამ პარტიამ იცის რომ არჩევნები წააგო, ამიტომაც იღებენ რეპრესიულ კანონებს", - განაცხადა გალერიმ.
ასევე ნახეთ:
- ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
- რეჟიმს პროტესტის ჩასახშობად კანონში ახალი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს