"ოცნების" მიზანია, საქართველოში კრიტიკულმა მედიამ, ფაქტობრივად, აღარ იარსებოს - თარგამაძე

05.02.25 22:24
"ოცნების" მიზანია, საქართველოში კრიტიკულმა მედიამ, ფაქტობრივად, აღარ იარსებოს - თარგამაძე

"ოცნების" მიზანია, საქართველოში კრიტიკულმა მედიამ, ფაქტობრივად, აღარ იარსებოს - ასე აფასებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ კრიტიკული მედიის დასახრჩობად დაინიცირებულ კანონპროექტს გიორგი თარგამაძე. 

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ "მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტების დადგენისთვის" განკუთვნილი კანონპროექტი ცენზურის ინსტიტუციონალიზაციას ემსახურება. 

მიზანი ძალიან გასაგებია, ერთის მხრივ, ფინანსური მოგუდვა ყველა წყაროსი და რესურსის ჩახსნა და მეორეს მხრივ, ცენზურის ინსტიტუციონალიზაცია, რომლისკენ ნაბიჯებიც ისედაც ჰქონდათ მათ გადადგმული, მაგრამ ის რაზეც ესენი ახლა ლაპარაკობენ, არ არსებული მართლმსაჯულების პირობებში პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოში კრიტიკულმა მედიამ, რომელსაც რაღაც წვდომა და გავლენა ექნება საზოგადოებაზე, ფაქტობრივად, აღარ უნდა იარსებოს'', - ამბობს გიორგი თარგამაძე.

ცნობისთვის, რეჟიმი აინიცირებს კანონს, რომელიც მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს" დაადგენს. მისივე ცნობით, კანონით აიკრძალება მედიასაშუალების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.