"სისტემა უნდა დაინგრეს" - 26 დღეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ღამეს ათევენ
უწყვეტი პროტესტი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში - ახალგაზრდები უკვე 26-ე დღეა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულების კედლებში ღამეს ორი მთავარი მოთხოვნის გამო ათევენ.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება ის მოთხოვნებია, რომლის გარშემოც სტუდენტებიც გაერთიანდნენ.
"ცვლილებებს ვერ დააპატიმრებთ", "სისტემა უნდა დაინგრეს", ''ცეცხლი ოლიგარქიას" - ამ შინაარსის ბანერები გააკრეს უნივერსიტეტის კედლებზე მოქალაქეებმა, რომლებიც ბრძოლას გამარჯვებამდე აანონსებენ.
ილიას სტუდენტური მოძრაობა უკვე 26-ე დღეა, რაც უნივერსიტეტის ფოიედან აპროტესტებს მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა უერთდება საერთო მოთხოვნას, რაც გულისხმობს ხელახალ არჩევნებს და უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. პროტესტი უფრო გამძაფრდა, რაც ყაველაშვილმა ახალ კანონს მოაწერა ხელი, რითაც შენობა-ნაგებობებში იკრძალება მანიფესტაცია, ეს კიდევ ერთი სტიმულია იმის, რომ ჩვენ აქ დავრჩეთ. აღნიშნული კანონები ჩვენთვის არალეგიტიმურია და არ ვცნობ", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა განცხადებით გამოეხმაურა.
მსგავსი სიახლეები
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ
კადრებში, რომელიც ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ასახავს, გლდანის მერვე და რუსთავის მეექვსე ციხის უფროსები ჩანან - პატიმართა ოჯახები მათ გადადგომას ითხოვენ