რესტორან "ონორესთან" კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული - შსს არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება

10.02.25 13:51
რესტორან "ონორესთან" კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული - შსს არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება

"პირველებმა" მოიპოვა რესტორან "ონორესთან" გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ სროლის შემდეგ კონსტიტუციის ქუჩაზე კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული. აღნიშნული ცხადყოფს, რომ გომელაურის უწყება მომხდარის საქმის კურსშია, მაგრამ ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება, დაიწყო თუ არა გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ხალხით სავსე რესტორანში ორჯერ სწორედ ავთანდილ ბილანიშვილმა გაისროლა. ბილაშვილი მხოლოდ ბერას ახლო გარემოცვა არაა, მას მჭიდრო კავშირები აქვს პოლიციის მაღალჩინოსანთან, მირიან ქათაამაძესთანაც.

"პირველები" პოლიციის იმ განყოფილებაში მივიდა, რომელსაც გამოძიება უნდა დაეწყო, თუმცა ძალოვანი უწყების თანამშრომლები ვერ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება ან გამოიკითხა თუ არა ვინმე. 

შეგახსენებთ, რომ რესტორან "ონორეში" სროლა, გუშინ დაახლოებით 22:00 საათზე, იმ დროს იყო, როცა ადგილზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. ირკვევა, რომ ჩხუბი გოგოს გამო მოხდა, რასაც ხელჩართულ ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტში მონაწილეობდნენ ქალებიც, რომლებიც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდნენ.

მსგავსი სიახლეები