შიგნით და გარეთ დავანახოთ ხალხს, რომ ისევ ერთობა გვაქვს, ციხეშიც კი - ჯავახიშვილის წერილი ციხიდან

10.02.25 15:43
შიგნით და გარეთ დავანახოთ ხალხს, რომ ისევ ერთობა გვაქვს, ციხეშიც კი - ჯავახიშვილის წერილი ციხიდან

გლდანის ციხეში მოშიმშილე პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პირველებს მიაწოდა წერილი, სადაც ის სხვა პატიმრებსაც მოუწოდებს, სოლიდარობის და სისტემის წინააღმდეგობის ნიშნად, მათაც იშიმშილონ, რათა ყველას აჩვენონ, რომ პატიმრებს ციხეშიც ერთობა აქვთ.

წერილის ბოლოს, რომელიც 5 თებერვლით თარიღდება, ჯავახიშვილი წერს, რომ უნდა იბრძოლონ ბოლომდე. 

ბიჭებო, მე ვშიმშილობ სოლიდარობის და სისტემის წინააღმდეგობის ნიშნად. კამერიდან კამერამდე ხმას ვერ გაწვდენთ, სიმბოლურად, მინდა, თხოვნით მოგიწოდოთ, ვიშიმშილოთ. შიგნით და გარეთ დავანახოთ ხალხს, რომ ისევ ერთობა გვაქვს, ციხეშიც კი, ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - წერს ჯავახიშვილი წერილში, რომელიც მან 5 თებერვალს დაწერა.

ამავე თემაზე: