ლელა ჩიქოვანი, რომლის საეჭვო გამდიდრებაზეც "შაბათის ეთერმა" გამოძიება მოამზადა, პოლიციის აკადემიის რექტორად დანიშნეს

11.02.25 12:55
ლელა ჩიქოვანი, რომლის საეჭვო გამდიდრებაზეც "შაბათის ეთერმა" გამოძიება მოამზადა, პოლიციის აკადემიის რექტორად დანიშნეს

ლელა ჩიქოვანი, რომლის საეჭვო გამდიდრებაზეც "შაბათის ეთერმა" გამოძიება მოამზადა, პოლიციის აკადემიის რექტორად დანიშნეს.

  • ჩიქოვანის საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "შაბათის ეთერი" ერთი წლის წინ ყვებოდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულიანი სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.

ლელა ჩიქოვანი მაშინ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, თუმცა, რაც ირაკლი კობახიძემ მინისტრად ირაკლი ჩიქოვანი დანიშნა, ლელა ჩიქოვანი სამინისტროდან გამოუშვეს. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ლელა ჩიქოვანის გათავისუფლება თავდაცვის სამინისტროდან უკავშირდებოდა თუ არა ნეპოტიზმზე და კორუფციაზე ბრალდებებს. დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებდა, რომ ლელა ჩიქოვანის შვილისთვის შტატი დაამატეს აშშ-ში საქართველოს საელჩოს თავდაცვის წარმომადგენლობაში. თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ მის მოადგილეს კანონი არ დაურღვევია და იმის, გამო, რომ მისი შვილი მისსავე უწყებაში დასაქმებულია, არ უნდა დაიჩაგროს. თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კი აღნიშნა, რომ შვილი თავდაცვის უწყებაში რჩება.

  • ლელა ჩიქოვანი 1998 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ში. 2016 წლიდან 2024 წლამდე, ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.