მირანდა ბაღათურია 5000 ლარით დააჯარიმეს
პარტია "ახალის" პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი 5000 ლარით დააჯარიმეს - მირანდა ბაღათურია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ისე გამოაცხადეს, რომ სასამართლო არც გამართულა. მას ამის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს.
პარტია "ახალის" პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს გამოძიება 7 თებერვალს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.