არასამთავრობოების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ელოდებიან
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ელოდებიან.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო ასპარეზზე ყველა სფეროს წარმომადგენლის სათქმელი გაახმოვანოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო იდიეს" თავმჯდომარის თინა ხიდაშელის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ყურადღება და მხარდაჭერა გაიზარდოს საქართველოს მიმართ, რაც გაზრდის წნეხს "ქართულ ოცნებაზე".
ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელიც დღეს პრეზიდენტს აკისრია არის ის ნდობის მანდატი, რომელიც მას აქვს, როგორც პოლიტიკური ძალებისგან ასევე საზოგადოებისგან. ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორ ეს იყო გასული წლის ბოლო თვეების განმავლობაში.
გასაგებია, რომ ახალი თემები გააჩინა ახალმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს, რომს აქართველო ამოვწიოთ მაღლა ამ სიაში. პოლიტიკურ კრიზისს თანდათან დაეწია კონსტიტუციური კრიზისი, თუ ამას დაეწევა საერთაშორისო საფინანსო წნეხი და ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე" სანქციების გზით იქნება თუ სხვადასხვა პროგრამების გაჩერებით, რა თქმა უნდა, ისინი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებენ ", - ამბობს თინა ხიდაშელი.
მანამდე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მედია მენეჯერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა. პრეზიდენტი შეხვედრებს მიუნხენში გამგზავრებამდე მართავს.