"ქვითრები მაქვს, რომ მაგ დროს კაფეში ვიყავი" - სასამართლოში ახალგაზრდა კაცს ასამართლებენ

11.02.25 17:37
"ქვითრები მაქვს, რომ მაგ დროს კაფეში ვიყავი" - სასამართლოში ახალგაზრდა კაცს ასამართლებენ

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა კაცს ასამართლებენ -  ნიკა ზირაქაშვილის საქმეს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი იხილავს. 

აქტივისტს 13 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტავს ედავებიან, თუმცა ზირაქიშვილი ამბობს, რომ იმ დროს კაფეში იყო, აქვს დამადსტურებელი ქვითრები და ამბობს, რომ გამოძებას კაფედან კამერის ჩანაწერების მოთხოვნაც შეუძლია. 

გადაკეტვის მომენტში საერთოდ არ ვყოფილვარ რუსთაველზე, ერთ-ერთ კაფეში ვიყავი. როდესაც გამოვედი, პატრულს ჰქონდა უკვე გზა გადაკეტილი, შესაბამისად, მე ფიზიკურად ვერ გადავკეტავდი გზას. ქვითარიც მაქვს, ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ვიდეო-კამერების ჩანაწერები იმ კაფის", - ამბობს ნიკა ზირაქაშვილი.