"ქართული ოცნება" გრანტების სააგენტოს ქმნის

11.02.25 17:50
"ქართული ოცნება" გრანტების სააგენტოს ქმნის

"ქართული ოცნება" გრანტების სააგენტოს ქმნის.  უწყების საქმიანობა კი ე.წ. პრო სამთავრობო არასამთავრობო  ორგანიზაციების დაფინანსება იქნება.  ე.წ. გონგო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მესამე სექტორში, პირდაპირ ამბობენ, რომ ის ორგანიზაციები ვინც მთავრობისგან მიიღებენ დაფინანსებას, ვერ იქნებიან დამოუკიდებელი და მოუწევთ მთავრობას ანგარიში გაუწიონ.

იურისტი საბა ბრაჭველის თქმით,  "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციებს ულტიმატუმს უწესებს, რომ "შენ ან დაგვემორჩილები ან გაქრები".

ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლევენ ულტიმატუმს, რომ შენ ან დაგვემორჩილები ან გაქრები. ეს არის ესე ვთქვათ მათრახის პოლიტიკა და თაფლის პოლიტიკა შეგვიძლია ვუწოდოთ, თუ დაგვემორჩილები რაღაცა ოდენობის თანხას თქვენს ორგანიზაციას მივცემთ. ეს არის ძალიან მარტივი ტაქტიკა, რომელზეც, რა თქმა უნდა, არცერთი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია არ უნდა წამოეგოს", - ამბობს საბა ბრაჭელი. 

" IDFI" - ის პროგრამების დირექტორის, ლევან ავალიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი ემსახურება საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოებისთვის "იმიტაციის შექმნას", რომ თითქოს "ქართული ოცნება" არ ერჩის არასამთავრობო ორგანიზაციებს. რეალურად კი ისინი საკუთარ თავზე დამოკიდებულს ხდიან მათ.

ეს არის შეფუთული სტრატეგიები, იმისთვის რომ საზოგადოებას უთხრან, რომ ისინი არ ანადგურებენ არასამთავრობო სექტორს. სინამდვილეში მათი ამოცანა არის ეს, რომ გარე დაფინანსება მთლიანად შეწყვიტონ და თავის თავზე დამოკიდებული არასამთავროები, რომლებსაც ჩვენს GONG- ებს ვეძახით მათზე გასცენ გრანტები და არ ისაუბრონ საერთაშორისო საზოგადოებასთან, იმის შესახებ რომ მთლიანად მოსპეს ან სურთ, რომ მოსპონ ეს სექტორი", - ამბობს ლევან ავალიშვილი.

მსგავსი სიახლეები