უმოწყალო ცემა, წამება და გაუპატიურების მუქარა - რეჟიმის მსხვერპლის შოკისმომგვრელი ისტორია

11.02.25 20:03
უმოწყალო ცემა, წამება და გაუპატიურების მუქარა - რეჟიმის მსხვერპლის შოკისმომგვრელი ისტორია

სინდისის პატიმარი რეჟიმს სასამართლო დარბაზიდან სისასტიკეში ამხელს - საბა სხვიტარიძემ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას არაადამიანური მოპყრობის შესახებ დეტალურად მოუყვა. წამების ადგილი დიღმის მთავარი სამმართველოა - მეხუთე და მერვე სართულები, მოძალადეები - პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, სრულად შენიღბულები და სპეცეკიპირებით. მუქარა გაუპატიურებაზე და სასტიკი ძალადობა - ეს არის ის სურათი, რასაც სხვიტარიძე აღწერს და აჩვენებს, როგორ ძალადობს სისტემა.

მეხუთე სართულის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა მერვე სართულზეც. ნაცემი პატიმარს ჯერ ოქმზე ხელმოწერა მოსთხოვეს, უარის შემდეგ მას უკვე ქალი გამომძიებლის თვალწინ სცემეს - თავზე გადაამტვრიეს ხის ჯოხი. უკვე ნაცემ სხვიტარიძეს კი ფოტოებს უღებდნენ. არაერთი თხოვნის მიუხედავად, მასთან არ მიიყვანეს სასწრაფო და არ დაუკავშირდნენ მის ადვოკატს. პატიმრის მონაყოლი ადასტურებს, რომ რეჟიმს მისი სამაგალითოდ დასჯა და მისი ფსიქოლოგიურად გატეხვა უნდოდა.

როგორ აღმოჩნდა სხვიტარიძე დიღმის მთავარ სამმართველოში - ის პოლიციელებმა მოატყუეს და გაიტაცეს. პოლიციას უფლება არ აქვს, რომ ხელბორკილი დაადოს ადამიანს, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით მიჰყავს, თუმცა სულ სხვანაირად მოხდა სხვიტარიძის შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც ის ზესტაფონის გზიდან პოლიციამ გაიტაცა, არ უთხრა, რატომ აკავებდა და ხელბორკილი დაადო. სამმართველოში შეყვანამდე მოხსნეს ხელბორკილი და აქ გაუმხილეს, რომ მოწმის სტატუსით შეჰყავდათ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.