აქტივისტი, რომელიც აბუ დაბიში "ოცნების" ე.წ. დეპუტატებმა სცემეს, მორიგი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა
ახალგაზრდა, რომელსაც აბუდაბიში ,,ქართული ოცნების'' დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დღეს მორიგი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ნიღბიანებმა გაბიტაშვილს ჩასაფრება ახლა უკვე საკუთარ სახლთან მოუწყეს. ლაშა გაბიტაშვილი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა რა დროსაც საცხოვრებელი სახლის ეზოდან გამოსულს სამი პირი თავს დაესხა. ურტყამდნენ სახეში და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებული დარწმუნებულია, რომ თავდასხმის ორგანიზატორი ,,ქართული ოცნებაა''.
ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმა ქალაქის ცენტრში დილის 10 საათზე მოხდა. ეზო, სადაც ახალგაზრდა აქტივისტს სამი ნიღბიანი თავს დაესხა, სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. სათვალთვალო კამერებია განთავსებული უზნაძის ქუჩაზე ყველა მაღაზიასთან. გომელაურის უწყებას კადრები და ჩვენებები უკვე აქვს, დაკითხეს ლაშა გაბიტაშვილი და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს ტანსაცმელი, რომელიც თავდახმის დროს ეცვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა ამ დრომდე არ დაუდგენიათ და არ დაუკავებიათ იმ მოძალადე დაჯგუფების წევრები, რომლებიც ლაშა გაბიტაშვილს ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.