სავარაუდო კორუფციაში მხილებულ კადრებს რეჟიმი უკან იღებს - პოლიციის აკადემია ლელა ჩიქოვანს ჩააბარეს
პოლიციის აკადემია ლელა ჩიქოვანს ჩააბარეს. ნეპოტიზმსა და კორუფციაში მხილებულ კადრებს რეჟიმი უკან იღებს. თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე 1 წლიანი პაუზის შემდეგ ძალოვან სისტემაში დაბრუნდა. ჩიქოვანის საეჭვო გამდიდრებაზე ტვ პირველის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ის თანადებობიდან მალევე გაათავისუფლეს. მანამდე ჩიქოვანის შვილმა, თორნიკე ჩიქოვანმა ამერიკაში სახლი 205 ათას დოლარად იყიდა. რა სახსრებით მოახერხა, ეს კითხვა უპასუხოა. ლელა ჩიქოვანთან ერთად მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მისი შვილიც.
ლელა ჩიქოვანმა 8 წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე გაატარა. ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით მისი შვილი ნიუ-იორკში მიავლინეს სამუშაოდ. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ამერიკაში ბინის შეძენა 200 ათას დოლარად. მანამდე მინისტრის მაოდგილის შვილი ერთმანეთის მიყოლებით ყიდულობდა აუქციონზე გამოტანილ იმ ქონებას, საიდანაც ადამიანები გამოასახლეს. ლელა ჩიქოვანი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ახლა უკვე პოლიციის აკადემიას უხელმძღვანელებს.
რაში სჭირდება რეჟიმს კორუფციულ სკანდალებში გახვეული კადრის მაღალ თანამდებობაზე დაბრუნება? ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა და ახლა ოლიგარქი პოლიციის სისტემაში აპირებს მისთვის სანდო ჩინოვნიკების ხელით სრული კონტროლის დამყარებას. პოლიციაში მორჩილება ახლა ივანიშვილს ყველაზე მეტად სჭირდება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.