ერთად გავიმარჯვებთ რუსულ რეჟიმზე! - თბილისის პარალელურად, აქციაა ბათუმშიც

11.02.25 21:03
ერთად გავიმარჯვებთ რუსულ რეჟიმზე! - თბილისის პარალელურად, აქციაა ბათუმშიც

თბილისის პარალელურად, აქციაა ბათუმშიც. მოქალაქეები ისევ აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები. მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე ყველა პოლიტპატიმართან ერთად რუსულ რეჟიმზე გამარჯვებას არ იზეიმებენ. 

დღეს ბათუმელი მოსახლება ისევ გარეთ არის გამოსული, ისევ უწყვეტ რეჟიმში ითხოვს ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების თავისუფლებას. ამას ბათუმში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ბათუმელი ადამიანები მზია ამაღლობელი და ჩვენი მედროშე თემურ ქათამაძე უკვე მერამდენე დღეა შიმშილობენ, ასევე ზვიად ცეცხლაძე ბათუმელია და ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პირველ რიგში, ამ ადამიანებს, მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებთ და პირობას ვაძლევთ, რომ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ერთად არ გავიმარჯვებთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, - ამბობს აჩიკო ბერიძე.  

აქციის ეპიცენტრში მობილიზებულია პოლიციაც. რა ხდება ბათუმში ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.