ზვიად ცეცხლაძის დედა პოლიციელ დგებუაძის დედას მიმართავს: ნეტავ, არ გრცხვენია?!

11.02.25 21:00
ზვიად ცეცხლაძის დედა პოლიციელ დგებუაძის დედას მიმართავს: ნეტავ, არ გრცხვენია?!

 

 

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცლხაძლის დედა პოლირცილე ირაკლი დგებუაძის დედას მიმართავს და ეკითხება, არ რცხვენია მისი შვილის საქციელის გამო?

ამასთან, დგებუაძის მეგობრებს მოუწოდებს, ურჩიონ სარჩელი გამოიტანოს და მზია ამაღლობელი გაათავისუფლებინონ.

“სირცხვილი მეგობრებო თქვენც, თუ არ ეუბნებით, რომ გამოიტანოს სარჩელი და გაათავიოსუფლოს ეს ქალი“, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.

მე ძალიან ვწუხვარ მზიაზე, ვწუხვარ მედროშეზე და ასევე იმაზე, რომ სახელმწიფო ამას ძალიან არ განიცდის, რის გამო, რის გამო აშიმშილებენ, იმიტომ რომ....კაცს ვეღარ ვუწოდებ, დგებუაძეს და მინდა, მის დედას მივმართო: ნეტა არ სრცხვენია, მისი შვილის საქციელის გამო? ან მის ძმაკაცებს, მეგობრებს, მის გვერდით ქალის სადღეგრძელო როგორ უნდა თქვან? მე მისი მეგობარი რომ ვიყო, დავმალავდი, სირცხვილი მეგობრებო თქვენც, თუ არ ეუბნებით, რომ გამოიტანოს სარჩელი და გაათავისუფლოს ეს ქალი, ერთი “ხუშტურის“ გამო რომ დააკავეს“, - განაცხადა ცეცხლაძის დედამ.

პროტესტის 76-ე დღე - ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ.

ბათუმელი მოსახლეობა ისევ გარეთაა და უწყვეტ რეჟიმში ითხოვს ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მსგავსი სიახლეები