ბიზნესმენის საქმე - ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ პროკურატურის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება აქვს

11.02.25 21:17
ბიზნესმენის საქმე - ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ პროკურატურის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება აქვს

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ მის ხელშია ყოფილი პროკურორის აუდიო ჩანაწერები, სადაც ირაკლი შოთაძე გასცემს მითითებებს, როგორი უნდა წარიმართოს ბიზნესმენ ჩიკავაიძეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ჩიკვაიძის მტკიცებით, ამ აუდიო ჩანაწერების გასაჯაროება ბევრ სკანდალურ ამბავს ახდის ფარდას.

სკანდალური აუდიო ჩანაწერები ბიზნესმენმა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ივანიშვილის რეეჟიმს და მის მსახურებს კორუფციულ გარიგებებში ამხელს, დღეს სასამართლო პროცესზე მიიტანა. მოსამართლე მოითხოვდა, რომ ჩიკვაძეს ჩანაწერები პროკურატურისთვის გადაეცა, რაც ჩიკვაიძის მტკიცებით, არასწორი გადაწყვეტილება იყო.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩიკვაიძე დისკზე ჩაწერილ აუდიო ჩანაწერებს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი ირაკლი შოთაძეა, სასამართლოს ხვალ დილით მიაწვდის. ჩიკვაიძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია, მიზნად ისახავს პოლიტიკურ ანგარისწორებას "ოცნებაზე" აჯანყებულ ბიზნესმენზე.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები