რუსთაველის გამზირი ისევ ხალხით გადაივსო - დღევანდელი აქცია სინდისის პატიმარ გია ტერიშვილს ეძღვნება

11.02.25 21:33
რუსთაველის გამზირი ისევ ხალხით გადაივსო - დღევანდელი აქცია სინდისის პატიმარ გია ტერიშვილს ეძღვნება

რუსთაველის გამზირი ისევ ხალხით გადაივსო. დღეიდან პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის. დღევანდელი აქცია პოლიტპატიმრებს ეძღვნებათ, პერსონალურად კი ძმებ ტერიშვილებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ გია ტერიშვილი რეჟიმმა ციხეში უსაფუძვლოდ გამოკეტა და ახლა მას სოლიდარობას უცხადებენ. 

რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან სინდისის პატიმრის, გია ტერიშვილის ოჯახის წევრებიც. 

ჩვენთვის ნამდვილად დიდი მხარდაჭერაა ამათი ყველასი აქ ყოფნა. ყველას დიდ მადლობას ვუხდი აქ მობრძანებისთვის დღეს და რასაც ვეტყვი გიას: იყოს მხნედ, იყოს მაგრად, არაფრის შეეშინდეს, ისედაც არ ეშინია. ის 9 აპრილიდან მოყოლებული იყო აქციების მონაწილე.  მარტო გია არა, მისი ძმაც იყო უშიშარი ყოველთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი ძმა 1992 წლის 2 თებერვალს, კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დამხობის და ქვეყნიდან განდევნის შემდეგ, აქტიური მონაწილეები იყვნენ ამ მიტინგების და ის მიტინგები ჩვენთვის საუბედუროდ დამთავრდა. მეამაყება, რომ ასეთი შვილები მყავს. მამუკაც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის და გია აგრძელებს თავისი ძის სისხლის და სიცოცხლის ფასად მოპოვებულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, - ამბობს გია ტერიშვილის დედა. 

რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.