მეამაყება, რომ ასეთი შვილები მყავს - სინდისის პატიმრის, გია ტერიშვილის დედა საპროტესტო აქციაზე მივიდა

11.02.25 21:22
მეამაყება, რომ ასეთი შვილები მყავს - სინდისის პატიმრის, გია ტერიშვილის დედა საპროტესტო აქციაზე მივიდა

 

 

პროტესტის 76- ე დღე- რუსთაველის გამზირზე სინდისის პატიმრის, გია ტერიშვილის ოჯახის წევრები მივიდნენ.

გია ტერიშვილის დედა ამბობს, რომ ის ამაყია, საკუთარი შვილებით, რადგან ორივე მათგანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისფულებისთვის იბრძოდა და იბრძვის.

ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა ამ ადამიანების აქ დგომა, დიდი მადლობა ყველას. გიას კი ვეტყვი, რომ იყოს მხნედ, მაგრად, არაფრის შეეშინდეს, ისედაც არ ეშინია, ის 9 აპრილიდან მოყოლებული არის ყველა აქციის მონაწილე, ის და მისი ძმა იყვნენ უშიშრად, მაგრამ მისი ძმა 1992 წლის 2 თებერვალს 17 წლის ბავშვს, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა, სნაიპერებმა დამიხვრიტეს. 

მეამაყება, რომ ასეთი შვილები მყავს. გია აგრძელებს თავისი ძმის სისხლის და სიცოცხლის ფასად მოპოვებული იმ დამოუკიდებლობის და თავისუფლების და ევროპული მომავლისკენ სწრაფვას, - განაცხადა მარინა ტერიშვილმა.

აქციაზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დგანან და მათი მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.