“ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ასეთი ნარჩევი ბიჭები ჩაყარეს ციხეში, არ ვაპატიებთ“ - ანდრო ჭიჭინაძის დედა

11.02.25 22:26
“ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ასეთი ნარჩევი ბიჭები ჩაყარეს ციხეში, არ ვაპატიებთ“ - ანდრო ჭიჭინაძის დედა

ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ასეთი ნარჩევი ბიჭები ჩაყარეს ციხეში, არცერთი მათგანი არავის ხელს არ დაადებს და არანაირ აღიარებით ჩვენებას არ დაწერს, - სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ლიკა გუნცაძე დარწმუნებულია, რომ რეჟიმის პატიმარი ბიჭები ერთმანეთს არ უღალატებენ და  არც იმას აღიარებენ, რაც არ ჩაუდენიათ.

“რა უნდა აღიარონ, რაც არ ჩაუდენიათ, ვის უნდა დაადონ ხელი?“, - ამბობს ჭიჭინაძის დედა.

მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ბიჭები ერთმანეთს არ უღალატებნ. რა უნდა აღიარონ, რაც არ ჩაუდენიათ, ვის უნდა დაადონ ხელი? ეს სუს-ის მცდელობები, კარგია, რომ უცბად გამოვიჭირეთ, ესეთი მცდელობები კიდევ იქნება.

ანდროზე მთავრობის წევრმა თქვა ჩავუდგებიო თავდებში, ესეც ხომ შემოთვლა იყო. არ მგონია ეს გაუვიდეთ. მე ყურადღებით ვარ, რა ხდება ციხეში, როგორ ექცევიან. ჩვენ ელჩებსაც ვთხოვეთ, რომ მონიტორინგი იყოს ციხეში, სასამართლოზე, გავიტანოთ ეს ამბები გარეთ. ჩვენ თუ არ ვიბრძოლებთ არავინ დაგვეხმარება. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ჩვენი მორევა ასე ადვილი არაა, გამორიცხულია, ჩვენ მყარად ვარ და ყურადღებით ვართ.

მინდა, მოვუწოდო ჩვენ ბიჭებს, ერთი წუთი არ შეშინდნენ, რადგან დიდი ზურგი აქვთ გარეთ, დედების, მამების და ოჯახის მხრიდან და მთელი საქართველო უდგათ გვერდით.

ძნელი იქნება მათი და ჩვენი გატეხვა, გამორიცხულია ბოლომდე არ ჩავყვეთ. იმ ფარსს, რასაც ესენი აკეთებენ და ამ ბიჭებს მძევლებად საპყრობილეში ტოვებენ, არ ვაპატიებთ“, - განაცხადა ლიკა გუნცაძემ.

მსგავსი სიახლეები