რუსთაველზე უკვე დადის ჩვენი მუდმივი არმია, რომელსაც, თუ საჭირო გახდა, რეზერვი დაეხმარება - სანდრო ცხადაძე
რუსთაველზე უკვე დადის ჩვენი მუდმივი არმია, რომელსაც თუ საჭირო გახდა, რეზერვი დაეხმარება და თუ რეჟიმმა გაგვიწია წინააღმდეგობა, გამოვა, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
სანდრო ცხადაძე ამბობს, რომ ასე შეუპოვრად და მშვიდობიანი ფორმით, საზოგადოება აუცილებლად მიაღწევს შედეგს.
რაც რუსთაველზე ხდება, გზის გადაკეტვაში რომ ხელს უშლიან, იქ უკვე დადის ჩვენი მუდმივი არმია, რომელსაც თუ საჭირო გახდა, რეზერვი დაეხმარება და თუ რეჟიმმა გაგვიწია წინააღმდეგობა, გამოვა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენ განვვითარდით, ვისწავლეთ ამ ხელისუფლების ტაქტიკები, ვეღარ გვატყუებენ, ადვილად ვადაპტირდებით. როგორც ფიზიკური ვარჯიში არის დამოკიდებული მუდმივობაზე, არ უნდა გაჩერდე, ასე შეუპოვრად, მშვიდობიანი ფორმით უნდა გავაგრძელოთ. მშვიდად, მოთმინებით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს“, - განაცხადა სანდრო ცხადაძემ.
რაც შეეხება გდლანის ციხეში მოშიმშილე პატიმრებთან ადვოკატის შეგზავნას და გარიგების შეთავაზებას - ანდრო ცხადაძე ამბობს, რომ მასთან და მის ძმასთან სხვა ადვოკატს ურთიერთობა და შემხებლობა არ ჰქონია და შესაბამისად, შეთავაზება აღიარებაზე არ მიუღია.