ჩემმა შვილმა და სხვებმაც, ის რომ დაიბრალონ, რაც არ ჩაუდენიათ, არ იქნება საპატიებელი- ზურაბ ცეცხლაძე
ამუშავებენ ამ ადამიანებს, რომ დაიბრალონ და დააბრალონ, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ეს აღიარებითი ჩვენებაა, როდესაც არ ჩაგიდენია დანაშაული, გამოდის, უნდა დაიბრალო და შემდეგ სხვასაც უნდა დააბრალო, - ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში“, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ განაცხადა.
ზურაბ ცეცხლაძე დარწმუნებულია, რომ სინდისის პატიმრები წელგამართული, თავაწეული, გამარჯვებული დაუბრუნდებიან საზოგადოებას და მათ ბრძოლას წინ ვერავინ დაუდგება.
“რომ გამოვლენ, მათთან ერთად გავშლით ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
პირდაპირ მინდა ვუთხრა, ჩემ შვილსაც და სხვებსაც- ძალიან დიდი უსინდისობა იქნება, არ ჩაუდენია დაიბრალოს და სხვასაც დააბრალოს, ასეთი საქციელი არავისგან იქნება საპატიებელი, არც პატიმრისგან და არც მშობლისგან. ჩვენი შვილები არიან პოლიტიკური პატიმრები და ისჯებიან სამშობლოს სიყვარულისთვის, პატრიოტიზმისთვის და კეთილსინდისიერი ადამიანები არიან, სწავლა, განათლება, კანონმორჩილები არიან, მათ რომ კრიმინალური ქმედება დაიბრალონ და მერე ამავდროულად სხვასაც დააბრალონ, ეს არ იქნება საპატიებელი.
მინდა ყველას ვუთხრა, ეს არ მოხდება, რადგან ყველამ იცოდა, რა გზა ელოდა მათ ბრძოლას. ზვიადმა იცოდა, რომ სამშობლოსთვის ბრძოლა არ იქნება ადვილი, მას მოჰყვება მსხვერპლი. ბავშვი, რომელიც ლექციებს უნდა ისმენდეს, ზის ციხეში, ეს არის მისი მხრიდან მსხვერპლი. ის ამბობს, რომ ვიბრძვით და ვკვდებით იმისთვის, რომ საქართველომ იცოცხლოს. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, მინდა დავარწმუნო ყველა, ტყუილი მცდელობაა, რომ რომელიმე დაითანხმონ და აღიარებინონ ან დააბრალონ ის, რაც არ გაუკეთებიათ.
წელგამართული, თავაწეული, გამარჯვებული დაუბრუნდებიან საზოგადოებას და მათ ბრძოლას წინ ვერავინ დაუდგება. რომ გამოვლენ, მათთან ერთად გავშლით ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ და არ იქნება ჩვენს ქვეყანაში ასეთი საზიზღარი სასამართლო, ასეთი არაფრისმცოდნე და მდაბიო პროკურატურა. კრიმინალი ბოგინობს ქვეყანაში, ასეთი პოლიცია არ იქნება, სისტემას შევცვლით და არა ინდივიდუალურად.
ბრალი ისეთი აქვთ ამ ადამიანებს წარდგენილი, როგორც შეიძლება ეს დაიბრალო. ის ყველაფერი, რომ დაიბრალოს, რასაც მას აბრალებენ და გამოუშვან სახლში, ამ მჭირდება მე ეგ ბავშვი, რადგან ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამის ჩამდენი არ იყო. სამშობლოს კეთილდღეობისთვის თავგანწირული ბიჭია და ბოლომდე მიიყვანს ამ ბრძოლას“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.