არ გავტყდებით, ჩვენი შვილები შიგნიდან მაგრად არიან და ჩვენ გარედან უფრო მაგრად დავდგებით - გიორგი მინდაძის დედა
სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა ამბობს, რომ რეჟიმი მათ გატეხვას ცდილობს, თუმცა ისინი არ გატყდებიან, რადგან მათი შვილები ციხეში, შიგნიდან მაგრად არიან, მშობლები კი გარედან უფრო მაგრად იქნებიან.
ნანი წულაიას თქმით, მათ სიცივის და წვიმის არ ეშინიათ და ასეთი მშობლების აღზრდილი შვილებიც არაფერს შეუშინდებიან.
ჩემი შვილმა რა აღიაროს, როცა არაფერი ჩაუდენია. ბავშვს ფოირვერკი ეჭირა და არ მგონია, რომ ეს სამშობლოსთვის საზიანო იყოს. ამ ყველაფრით ჩვენი გატეხვა უნდათ, ჩვენ არ გავტყდებით, ჩვენი შვილები შიგნიდან მაგრად არიან და ჩვენ გარედან უფრო მაგრად დავდგებით. სიცივის და წვიმის არ გვეშინია. ასეთი მშობლების აღზრდილი შვილები არაფერს შეუშინდებიან, - განაცხადა მან გადაცემა “რეაქციაში“.