დამაბარა, კიდევ ერთხელ გააჟღერე სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ეს მთელი ქვეყნის მთავარი საზრუნავიაო- ნიკა კაციას დედა

11.02.25 23:24
დამაბარა, კიდევ ერთხელ გააჟღერე სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ეს მთელი ქვეყნის მთავარი საზრუნავიაო- ნიკა კაციას დედა

დამაბარა, დედა- აუცილებლად ეთერიდან მომიკითხე ყველა სინდისის პატიმარი და კიდევ ერთხელ გააჟღერე სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ეს დღეს მთელი ქვეყნის მთავარი საზრუნავიაო, - ამის შესახებ ნიკა კაციას დედამ, მარინა აფციაურმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მარინა აფციაურის თქმით, ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეუვალია, ყველასთვის იბრძვის.

“ეს არის ქართველი ქალის თავგანწირვა“, - თქვა მან.

 

დამაბარა, დედა- აუცილებლად ეთერიდან მომიკითხე ყველა სინდისის პატიმარი და კიდევ ერთხელ გააჟღერე სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ეს დღეს მთელი ქვეყნის მთავარი საზრუნავიაო. ბევრი რამ დამაბარა, ზოგი დამავიწყდა, მაგრამ მთავარი ვთქვი- ის რაც ყველას გვაღელვებს, ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეუვალია და მისიც მესმის, ეს არის ქართველი ქალის თავგანწირვა, ყველასთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ის ყველასთვის იბრძვის. 

 

მსგავსი სიახლეები