შიში არავის გაგვაჩნია, ქართველი ხალხი მონა არ არის, ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად იცნობს პატრიოტ ადამიანებს - ოკმელაშვილის მეუღლე

11.02.25 23:40
შიში არავის გაგვაჩნია, ქართველი ხალხი მონა არ არის, ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად იცნობს პატრიოტ ადამიანებს - ოკმელაშვილის მეუღლე

ამ ხელისუფლებას როგორც ჩანს, უნდა შიგნიდან გაგვტეხოს, რაღაცნაირად მოგვიდგეს, შური-ბოღმა წარმოქმნას ჩვენში, მაგრამ ვერ იზამს, ვერც აქედან დაგვამარცხებს და ვერც შიგნიდან დაამარცხებს ვერავის, - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე, თამთა ჩხეიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “შიში არავის გააჩნია, ქართველი ხალხი მონა არ არის, ეს ე.წ. ხელისუფლება ძალიან ცუდად იცნობს ქართველ, პატრიოტ, თავისუფალ ადამიანებს“.

ოკმელაშვილის მეუღლემ ყველა იმ ადამიანს გადაუხდა მადლობა, რომელიც მისი თქმით, მისთვის უცხოა, თუმცა გულში იხუტებს და მადლობას ეუბნება.

შიში არავის გაგვაჩნია, ქართველი ხალხი მონა არ არის, ეს ხელისუფლება ძალიან ცუდად იცნობს ქართველ, პატრიოტ, თავისუფალ ადამიანებს. ძალა ხალხშია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა მშობლებს, რომლებიც გავიცანი და მაძლიერებენ. ერთ მუშტად დგომა არის მნიშვნელოვანი და ეს კარგად ვიცით. 

ყველა აქციის დღეს, როდესაც გავდივარ, უცხო ხალხი რომ გეუბნება მადლობას, გეხუტებიან, მადლობას გამოხატავენ და მათ მინდა ვუთხრა უდიდესი მადლობა, ყველას უკლებლივ. ახლა აქ რომ ვარ, იქ მინდა.

ამ ხელისუფლებას როგორც ჩანს, უნდა შიგნიდან გაგვტეხოს, რაღაცნაირად მოგვიდგეს, შური-ბოღმა წარმოქმნას ჩვენში, მაგრამ ვერ იზამს, ვერც აქედან დაგვამარცხებს და ვერც შიგნიდან დაამარცხებს ვერავის. ჩვენ ყველა ერთად ვართ და ვიქნებით, გამარჯვებამდე“, - განაცხადა თამთა ჩხეიძემ.