შეცდა ეს მარიონეტი ხელისუფლება და ვერ მიხვდა, რომ იქ გენისოები სხედან - თორნიკე გოშაძის დედა

12.02.25 00:01
შეცდა ეს მარიონეტი ხელისუფლება და ვერ მიხვდა, რომ იქ გენისოები სხედან - თორნიკე გოშაძის დედა

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე ამბობს, რომ შეცდა “ეს მარიონეტი ხელისუფლება იმაში, რომ ვიღაცები შეუგზავნეს და ვერ მიხვდნენ, რომ იქ გენისოები სხედან.“

მისი თქმით, მას არ უნდა ისეთი შვილი, რომელიც დანაშაულს დაიბრალებს და სხვასაც დააბრალებს.

მე არ მინდა ისეთი შვილი, რომელიც იტყვის რომ თვითონ დამნაშვეა, ასევე დააბრალებს სხვას და დაღუპავს სხვასაც, მითუმეტეს, რაც არ დაუშავებია რატომ უნდა თქვას. შეცდა ეს მარიონეტი ხელისუფლება იმაში, რომ ვიღაცები შეუგზავნეს და ვერ მიხვდნენ, რომ იქ გენისოები სხედან. თვითონ არ აქვთ ჭკუა, თორემ იმათ ძალიან კარგი ტვინი აქვთ.

ქუჩაში მხვდებიან ადამიანები და მეუბნებიან, გმირი შვილის დედა, მაგრამ მე ვთვლი, რომ მარტო ჩვენი შვილები არ არიან გმირები, გმირები არიან ჟურნალისტები, ისინი ვინც ამ სიცივეში რუსთაველზე დგანან“, - განაცხადა მარიზი კობახიძემ.