ნიკა ნარსია 5 000 ლარით კიდევ დააჯარიმეს

12.02.25 00:05
ნიკა ნარსია 5 000 ლარით კიდევ დააჯარიმეს

აქტივისტი, ნიკა ნარსია 5 000 ლარით კიდევ დააჯარიმეს, - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ნარსიას თქმით, მის მეუღლეს, რომელიც 8 თვის ბავშვთან იყო, ელოდებოდნენ და მერე შუეცვივდნენ.

კიდევ მეწვივნენ ბიჭები, მეორე 5 000 ლარით "დამასაჩუქრეს". მანიაკები არიან, ყოველ დღე 5 000 ლარი ჯარიმა სამშობლოს სიყვარულისთვის, ელოდებოდნენ 8 თვის ბავშვიან ჩემს მეუღლეს და შეცვივდნენ სახლში. აქ მომეცით აქციაზე ეგ ჯარიმები, ოჯახს ნუ აწუხებთ", - წერს ის.