გაზომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს - თბილისი ენერჯი
თბილისი ენერჯი ვაკე-საბურთალოს გაზმომარაგების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დილის 8 საათიდან განახლდა. კომპანიის ცნობით, ამ დროისათვის ვაკის რაიონს გაზის მიწოდება სრულად აღუდგა, ხოლო საბურთალოზე 65%-ია ჩართული.
ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა. კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე. ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. საბურთალოზე ამ დროისთვის 65 % ჩართულია. გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით, - ნათქვამია თბილისი ენერჯის განცხადებაში.