"ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე "ოცნების" ერთგული ბიზნესმენი სამშენებლო კომპლექსს ჩადგამს

12.02.25 12:07
 "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე "ოცნების" ერთგული ბიზნესმენი სამშენებლო კომპლექსს ჩადგამს

ექვსი მარავლსართულიანი კორპუსი და რესტორნები საგამოფენო სივრცის ნაცვლად - მინდია საბანაძეს რეჟიმმა ერთგულება დაუფასა. "ოცნების"  რუსული პოლიტიკის მხადამჭერი ბიზნესმენი „ექსპო ჯორჯიას„ ტერიტორიას მალე სამშენებლო მოედნად გადააქცევს და კორპუსებს ჩადგამს. გიგანტური პროექტი უკვე მზად არის.

საბანაძეს ქალაქის მთავარი საგამოფენო სივრცე ირაკლი კობახიძემ ერთი ხელმოწერით, მოპარული არჩვნებიდან ორ კვირაში გადასცა და ეს მაშინ, როდესაც ათწლეულების განმავლობაში ამ ადგილზე სმშენებლო ნებართვა ვერცერთი ხელისუფლების პირობებში ვერცერთმა დეველეპორმა ვერ მოიპოვა.

"ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ აღნიშნული პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითია.

ეს არის დანაშაული დედაქალაქის და კონრეტულად ამ რაიონის მაცხოვრებლების წინაშე იმდენად, რამდენადაც მინიმალური ტერიტორიაა, სადაც შესაძლებელია, აქ რეკრეაცია იყოს, ბავშვი გაასეირნო, ჰაერი ისუნთქო და ა.შ. ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როგორ ხდება მათდამი ლოიალური, მათი სამეგობროს მიმართ პრეფერენციების გაცემა არჩევნების შემდგომ პერიოდში მათი მხარდამჭერის სანაცვლოდ, - ამბობს ლილე ლიპარტელიანი. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპლექსის ჩადგმა დედაქალაქისთვის პრობლემებს შექმნის. 

უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რატომ მიიჩნია თბილისის მერიამ მიზანშეწონილად ძალიან დიდი კომპლექსის განვითარება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ადამიანები სამი ათწლეულის და კიდევ უფრო მეტი დროის განმავლობაში იყენებენ სარეკრეაციო ფუნქციისთვის. როგორც ვიცით, ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია შერეული ფუნქციის კომპლექსის მშენებლობა, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის იქ არსებულ დატვირთვას, გაზრდის სატრანსპორტი ნაკადებს, რასაც სჭირდება შესაბამისი სატრანსპორტო და ურბანული კვლევები, - ამბობს საბა ბუაძე.