მთავარი მტკიცებულება გერმანიაში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი - რა ისმის ბაჩიაშვილ-ივანიშვილის 10 წუთიან აუდიოჩანაწერში?

12.02.25 13:22
მთავარი მტკიცებულება გერმანიაში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი - რა ისმის ბაჩიაშვილ-ივანიშვილის 10 წუთიან აუდიოჩანაწერში?

 

 

სამხარულის ექსპერტიზის ბიურო კი სავარუდო ყალბი და ურთერთგამომრიცხავი დასკვნის გაცემაშია ბრალდებული. ქვეყნის მთვარმა ექსპერტებმა 10 წუთიან ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის ხმის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს და თან დაწერეს, რომ აუდიო დამონტაჟებულია. საქმე ოლიგარქის და გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბარს ეხება, სადაც პრაქტიკულად ივანიშვილი თავად ადასტურებს, რომ ბიტკოინების საქმე აბსრუდულია. 

ბაჩიაშივლის მთავარი მტკიცებულება ოლიგარქის წინააღმდეგ პროკურატურამ ექსპერტიზაზე თვეების წინ წაიღო. მაშინ ბიურომ ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო კველვაზე უარი თქვა, მოგვიანებით კი  ექსპრტიზა მაინც ჩაატარებინეს ბაჩიაშილის მხარეს სრული ჩანაწერი ევროპაში აქვს გაგზვნილი და დასკვნას დღე-დღეზე ელოდებიან.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ჩანაწერში მასა და ივანიშვილს შორის საუბარი მიდის სასესხო ურთიერთობაზე, სადაც ის ოლიგარქს დახმარებას სთხოვსს ქართუ ბანკში სესხის მიღებაზე.

არანაირ ინვესტიციაზე აქ საუბარი არ ყოფილა - ამბობს ბაჩიაშვილი და აცხადებს,რ ომ ამ აუდიცოჩანაწერს საზოგადოება მალე მოისმენს.

"დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში. ამით ყველაფერი ცხადია, უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ეს ჩანაწერი იყო მონტაჟი და ვერც კი ამოიცნეს მასში ჩემი და ივანიშვილის ხმა. სასამართლო ძალიან მალე მოისმენს ამ აუდიოჩანაწერს და მე მგონი, არანაირი ექსპერტი არ იქნება იქ საჭირო, რომ დადგინდეს ვინ არიან იქ მოსაუბრეები. 

ჩვენ ეს ჩანაწერი გადაგზავნილი გვაქვს გერმანიაში. იყო ჩამოსული გერმანელი სპეციალისტი, იკვლევენ ამ ჩანაწერს და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება უკვე პასუხი რეალური საექსპერტო ბიუროსგან და არა ივანიშვილის კანტორისგან. 

ჩანაწერის შინაარსია ჩემი და ბიძინა ივანიშვილის 10-წუთიანი სატელეფონო საუბარი, სადაც ცხადია, საუბარი მიდის სასესხო ურთიერთობაზე, როდესაც მე ვთხოვ ივანიშვილს , რომ დახმარება გამიწიოს ქართუ ბანკში სესხის მიღებაში. არანაირ ინვესტიციაზე აქ საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, შესაბამისად, ეს ჩანაწერი აქარწყლებს ყველანაირ ბრალდებას და მათ ჩვენებებს, თუმცა შემდგომ უკვე ივანიშვილმა, როდესაც გაეცნო ამ ჩანაწერს, მეორე ჩვენება მისცა, სადაც აცხადებს, რომ კი, ეს ჩანაწერი პრინციპში სწორია და  ასე ვისაუბრეთო, შეიძლება რაღაც მანიპულაციას ჰქონდეს ადგილიო, თუმცა არ უარყოფს ამ ჩანაწერის შინაარსს და ამბობს რომ ჩანაწერში ასახულია პრეისტორია. ანუ, ივანიშვილი ამბობს, რომ კი, სესხზე მოვილაპარაკეთ, ვეხმარებოდიო, თუმცა მერე გადავიფიქრე ამ სესხის მიცემაო, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბაჩიაშვილი მოვიდა და შემომთავაზა მე გავმხდარიყავი ინვესტორიო. ანუ, პირველ ჩვენებაში რასაც ამბობს, მეორე ჩვენებაში ახალ ისტორიას იგონებს

სამხარაულის დასკვნაში რა თქმა უნდა, შემაქვს ეჭვი. ძალიან მალე ალბათ, მთელი საზოგადოება შეიტანს ამ დასკვნაში ეჭვს, იმიტომ, რომ ცხადია, ვინ არიან მოსაუბრე მხარეები."- ამბობს ბაჩიაშვილი.

ვინ არის ექსპერტი, ვინც ხელი მოაწერა ექსპერტიზის დასკვნას, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხმის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა - საქმის პროკურორი მის ვინაობას მალავს, თუმცა ამბობს, რომ ის საქმის ფარგლებში აუცილებლად დაიკითხება. 

 ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე ამბობს, რომ დღევანდელმა დასკვნამ პირდაპირ დაადასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს კრედიტი არ აუღია. 

"პირველების" კითხვაზე, თავად ამოიცნო თუ არა ბიძინა ივანიშვილის ხმა აუდიოჩანაწერში, ოლიგარქის ადვოკატი ამბობს, რომ ის არ არის ექსპერტი და ამაზე განმარტებას ვერ გააკეთებს. 

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.