ანრი კვარაცხელიას საქმე - სინდისის პატიმრის წინააღმდეგ ჩვენებას "ხარებას" სპეცრაზმელები მისცემენ

12.02.25 13:44
ანრი კვარაცხელიას საქმე - სინდისის პატიმრის წინააღმდეგ ჩვენებას "ხარებას" სპეცრაზმელები მისცემენ

 

სპეცრაზმელები სინდისის პატიმრების წინააღმდეგ სასამართლოში მისასვლელად ემზადებიან. სისასტიკით გამორჩეული "ხარებას" დანაყოფის წევრები მოსამართლეს ჩვენებას 25 წლის ანრი კავრაცხელიას წინააღმდეგ მისცემენ.

აქციების მონაწილე ახალგაზრდას მათთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, თუმცა მტკიცებულებების გარეშე. საქმეში ორი ვიდეო დევს მაგრამ ადვოკატების განცხადებით, არცერთში იკვეთება დაკავებულის ბრალეულობა. კვარაცხელია ამ სავარაუდო დანაშუალისთვის რეჟიმი ციხეში 7 წლიანი მუხლით გაშვებას უპირებს

შემდეგი სასმართლო პროცესი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 25 თებერვალს ჩანიშნა.

25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლას ედავება. 

ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.