მათე დევიძის პასუხი დაზარალებულად ცნობილ რეჟიმის პოლიციელს

12.02.25 14:26
მათე დევიძის პასუხი დაზარალებულად ცნობილ რეჟიმის პოლიციელს

რეჟიმის პატიმრის, მათე დევიძის, პასუხი დაზარალებულად ცნობილ „პოლიციელ" ბიძინა ჟამერაშვილს:

„საცოდაობა თავისუფლებისთვის გისოსებში ყოფნა კი არა, დიქტატორის მონობაა..." - წერია წერილში, რომელსაც ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჟამერაშვილმა სასამართლოში მათე დევაძის წინააღმდეგ ასეთი ჩვენება მისცა: 

“გადამარტყა დროშის ტარი, როდესაც ვკითხე, რატომ გააკეთა, მიპასუხა, რომ შეეშინდა. მე სასამართლო ოქმი არ შემიდგენია“, - თქვა ჟამერაშვილმა.

მათე დევაძეს სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა წინა სხდომებზე, პროკურორებმა ვერ ახსნეს, რა ტიპის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, რაც დევიძის დაკავების და მით უფრო მისი გასამართლების საფუძველი გახდა.

დევიძე მელიქიშვილის გამზირზე 19 ნოემბერს დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.