ხვალინდელი რეზოლუცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილის აღიარებას განაგრძობს - იოზვიაკი

12.02.25 14:36
ხვალინდელი რეზოლუცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილის აღიარებას განაგრძობს - იოზვიაკი

ხვალინდელი რეზოლუცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილის აღიარებას განაგრძობს - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.

იოზვიაკი მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, რომ სალომე ზურაბიშვილის მომავალ სამიტზე მიიწვიოს. 

ხვალ ევროპარლამენტის რეზოლუციის კანონპროექტს უყრიან კენჭს: "განაგრძობს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად სალომე ზურაბიშვილის აღიარებას"; მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, მოიწვიოს ის მომავალ სამიტზე, რათა მან მომდევნო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე საქართველო წარმოადგინოს", - წერს იოზვიაკი.