ღამის პირველ საათზე მესტუმრნენ ფოსტალიონი პოლიციელები, ლაზერის გამოყენებისთვის მაჯარიმებდნენ - ოთო ფარულავა

12.02.25 14:52
ღამის პირველ საათზე მესტუმრნენ ფოსტალიონი პოლიციელები, ლაზერის გამოყენებისთვის მაჯარიმებდნენ - ოთო ფარულავა

"ძლიერი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანოზაციის ხელმძღვანელი, ოთო ფარულავა წერს, რომ გვიან ღამით მასთან სახლში პოლიციელები მივიდნენ და 2000 ლარიანი საჯარიმო ოქმის ჩაბარება მოსთხოვეს. აქტივისტის განმარტებით, დაჯარიმების მიზეზი აქციაზე ლაზერის გამოყენება გახდა.  

ვერ დაგვაშინებთ! - წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.

ღამის პირველ საათზე, კარზე კაკუნმა გამაღვიძა, მესტუმრნენ ფოსტალიონი პოლიციელები.!!!!  კარი არ გავუღე! არ ვენდობი! შემატყობინეს,რომ 2000 ლარიანი ჯარიმის ფურცელი უნდა გადმოეცათ, მაჯარიმებენ ლაზერის გამოყენებისთვის, რა უსუსურები ხართ თუ ხვდებით? ლაზერის გეშინიათ! გგონიათ ჯარიმებით და დაჭერებით  დაგვაშინებთ?? ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე...

კიდევ მესტუმრნენ ფოსტალიონები!
რას ცდილობთ?, - წერს ფარულავა.