"მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია, შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ" - სტენერგარდი

12.02.25 15:22
"მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია, შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ" - სტენერგარდი

"მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ," - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ ის "არათანაბარი სათამაშო მოედნით, ფესვგადგმული პოლარიზებით, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლითა და მუქარით" ჩატარდა. 

"საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა არათანაბარი სათამაშო მოედნით, ფესვგადგმული პოლარიზებით, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლითა და მუქარით. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია და შვედეთს სურს დაინახოს სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოში დემოკრატიული და პროევროპული მოძრაობების მხარდაჭერა," - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.