მოსამართლე ცაცუამ, აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი დააჯარიმა - რა მოხდა სასამართლოზე

12.02.25 15:59
მოსამართლე ცაცუამ, აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი დააჯარიმა - რა მოხდა სასამართლოზე

მოსამართლე ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი 100 ლარით დააჯარიმა. მიზეზი სხდომაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება გახდა.

აქტივისტი ამბობს, რომ როდესაც მოწმე პოლციელი შემოდიოდა, მამას ერთი სიტყვა უთხრა, რის გამოც ცაცუა წყობიდან გამოვიდა და "სასამართლოსთვი შეურაცხყოფის მიყენებისთის" დააჯარიმა. სხდომა კი გადაიდო.

ქაიხოსროშვილს თსუ-ს წინ გზის კონსტრუქციებით ხელოვნურად გადაკეტავს ედავებიან. 

მედავებიან 19 ნოემბერს, გამთენიისას თსუ-ს წინ გზის ხელოვნურად გადაკეტავს კონსტრუქციებით. მტკიცებულება რაც აქრის საქმეში არის ულამაზესი ფოტო, სადაც ვზივარ და ხელში მიჭირავს ჩაი ან ყავა. მეუბნებიან, რომ ასევე არსებობს ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მე კონსტრუიქციებით ვაწყობ გზას, თუმცა ეს ვიდეოები აღარ არის, წაშლილია. მოწმემ თქვა, რომ ყოფილა ადგილზე, არ ვუნახივარ ცხოვრებაში, რომ მას ჩემს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა თანამშრომელმა. როდესაც მოწმე შემოდიოდა, ზუსტად ორი სიტყვა გავცვალეთ მე და მამაჩემმა, არაფერი ამით არ დაშავებულა. გამოვიდა წყობიდან, მითხრა, რომ სად გგონია თავიო, მე ვუთხარი, რომ სასამართლოში არ მგონია თავითქო. მან თქვა, რომ მე სასამართლოს მივაყენე შეურაცხყოფა და დამაჯარიმა 100 ლარით. ეს არის საუკეთესო 100 ლარი, რაც ცხოვრებაში დამიხარჯავს", - ქაიხოსროშვილი.

მსგავსი სიახლეები