„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

"თბილის ენერჯის" ინფორმაციით, ავარიის შედეგად გათიშული აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენის პროცესი ინტენსიურად გრძელდება.
კომპანიის განცხადებით, სრული რესურსით არიან ჩართულნი, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მიეწოდოს.
ამ ეტაპზე გაზმომარაგება სრულად აღდგენილია ვაკის რაიონში. 📍 საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 76700 აბონენტს ამ დროისთვის გაზი უკვე მიეწოდება. აქტიური სამუშაოები გრძელდება. რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც. კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში,