ბაჩიაშვილის საქმე - "პირველებმა" იმ ექსპერტის ვინაობა დაადგინა, ვინც ფარულ ჩანაწერში ივანიშვილის ხმა "ვერ ამოიცნო"
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ოლიგარქის გადასარჩენად. ექსპერტი დასკვნის სავარაუდო გაყალბებაშია მხილებული. საუბარია ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებზე ოლიგარქის წინააღმდეგ. ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ ივანიშვილის და ბაჩიაშვილის 10 წუთიან სატელეფონო საუბრის ჩანაწერში ვერ ადგენს ვინ რაზე საუბრობს და ვერც ივანიშივლის ხმა ამოიცნო.
არადა სწორედ ამ ჩანაწერით შესაძლოა დადგინდეს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.
"პირველებმა" ექსპერტის ვინაობა დაადგინა - ის ასმათ მატუშევსკაიაა. მისი სახელი წარსულში გახმაურებულ არაერთ საქმეში ფიგურირებს.
ის ფიგურირებდა ზურა ჟვანიას საქმეში, სადაც ექსპერტმა საკუთარი კოლეგის, ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. მატუშევსკაია ფიგურირებდა კოდუა-პატარკაციშვილის და ომეგა ჯგუფის საქმეებში, სადაც ჩანაწერის სიცხადის მიუხედავად წერდა ისეთ დასკვნებს, რაც პროკურატურის ინტერესებში შედიოდა.
სამხარაულის ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს შეფი კი ზურაბ თვაურია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას სახელმწიფო ექსპერტიზის გაყალბებაში ადანაშუალებენ.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, სწორედ სახელმწიფო ექსპერტიზა ამტკიცებდა, რომ ბერა და ღარიბაშვლი არა მინისტრებზე არა "მილი სტებზე" საუბრობენ თუმცა, თავადად ვერ ახსნეს ამ სიტყვის მნიშვნელობა.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟშ.