ისაკო დევიძე სასამართლოში დაიბარეს
ისაკო დევიძე სასამართლოში დაიბარეს - სამოქალაქო აქტივისტს კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
ცნობისთვის, ისაკო დევიძე ის სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც რეჟიმმა არაერთხელ გაასამართლა. 1-ელ თებერვალს პოლიციელები მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 5 თებერვალს მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილმა იგი 3 500 ლარით დააჯარიმა.