"ირაკლი დგებუაძის აწითლებული ლოყა და ყური..." - 4 პოლიციელის იდენტური ჩვენება მზია ამაღლობელის საქმეში
მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა - საქმეში ირაკლი დგებუაძის სასარგებლოდ ოთხმა პოლიციელის იდენტური ჩვენება დევს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სილის გაწვნის გამო მათმა უფროსმა ტკივილი განიცადა და ყური და ლოყა გაუწითლდა. სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე ეუქრება რეჟიმი დაპატიმრებულ ჟურნალისტს მრავალწლიანი პატიმრობით.
პოლიციელების ჩვენებები:
ცოტნე ქართველიშვილი - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართელოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივი
ირაკლი დგებუაძე ამ მოქაჩვის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ, რა დროსაც ამ ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელი დაარტყა ირაკლი დგებუაძეს მარჯვენა ლოყა-ყურის მიდამოში.
მომხდარი შემთხვევის დროს მე ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია, ხოლო ირაკლი დგებუაძეს მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლის კვალი.
არჩილ ანთაძე - ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილება
ირაკლი დგებუაძემ განმარტების შემდეგ დააპირა გასვლა,რადროსაც მის სიახლოვესდ მდგარმა ქალბატონმა, რომელსაც ჰქონდაშავი ფერის უკან შეკრული თმა,მარცხენა ხლეით წვდა ირაკლი დგებუაძესტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა თავისკენ. ირაკლი დგებუაძე მიტრიალდა სახით აღნიშნული ქლაბატონისკენ, რა დროსაც ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელი დაატყა ირაკლი დგებუაძეს მარჯვენა ლოყა-ყურის მიდამოში.
მომხდარი შემთხვევის დროს მე ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. ირაკლი დგებუაძეს მარჯვენა ოყასა და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე.
დავით ანთაძე - "ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა უკან შეკრული თმა, ხელით წვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ. ირაკლი დგემუაძე ამ მოქაჩვის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ და სწორედ ამ დროს ხსენებულმა ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელი დაარტყა ირაკლი დგებუაძეს მარჯვენა ლოყა-ყურის არეში... მომხდარი შემთხვევის დროს მე ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. ირაკლი დგებუაძეს კი მზია ამაღლობელის მხრიდან განხორციელებული დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყა-ყურის არეშე აღენიშნებოდა სიწითლე".
ვახტანგ ბოლქვაძე - მზია ამაღლობელმა მარცხენა გაშლილი ხელი დაარტყა ირაკლი დგებუაძეს მარჯვენა ლოყა-ყურის არეში... მომხდარი შემთხვევის დროს მე ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის მხრიდან განხორციელებული დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყა-ყურის არეში აღენიშნებოდა სიწითლე"
დღეს მზია ამაღლობელის უფლებადამცველები ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეიცვალოს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, რადგან, იურისტები ამბობენ, რომ სამართლებრივად მზია ამაღლობელის პატიმრობა გაუმართლებელია. გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს.