წყნეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევა შესაძლოა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის გაგრძელება იყოს

16.09.21 13:20
წყნეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევა შესაძლოა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის გაგრძელება იყოს

წყნეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევა შესაძლოა, ფიქრის გორაზე ჩადენილი მკვლელობის გაგრძელება იყოს - ამ ვერსიას ადგილობრივები პირად საუბრებში არ გამორიცხავენ. 

წყნეთი ორმხრივი სროლის პოლიგონად 18 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობიდან რამდენიმე საათში იქცა. 

ირკვევა, რომ კრიმინალურ გარჩევაში ახალგაზრდების დიდი ჯგუფი მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჭრასა და მკვლელობას შორის შესაძლო კავშირზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილი 18 წლის ნიკა კვარაცხელია დღეს  05:00 საათზე გარდაიცვალა. 

18 წლის ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. 

რაც შეეხება წყნეთს, გიორგი შერვაშიძის ქუჩაზე ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. ორმხრივი სროლის შედეგად კი, 4 პირი დაიჭრა, აქიდან ერთს, 50 წლამდე ქალს კი ბრმა ტყვია მოხვდა. 

მსგავსი სიახლეები