დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების დასახმარებლად გაფიცულმა ხელოვანებმა ფონდი შექმნეს

21.02.25 13:38
დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების დასახმარებლად გაფიცულმა ხელოვანებმა ფონდი შექმნეს

დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციების დასახმარებლად გაფიცულმა ხელოვანებმა ფონდი შექმნეს - ამიერიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ საიტ Freedonation.ge-ზე შევიდნენ და "თანამედროვე ხელოვნების ფონდში" სასურველი ოდენობით თანხა გადარიცხონ. 

პლატფორმის გაფართოების იდეა არის ის, რომ პროტესტი უფრო გაძლიერდეს. ადამიანები, რომლებიც არიან პროტესტში ჩართულები, უფრო მეტი დონაცია განხორციელდეს და ეს დონაცია განახორციელონ არა მხოლოდ ბიზნესებმა, არამედ რიგითმა მოქალაქეებმა. ჩვენც დავაარსეთ ფონდი, რომელიც დამოუკიდებელ სახელოვნებო ორგანიზაციებს დაეხმარება. ვხედავთ, რომ რუსთაველზე დგომის გამო 5 000-ლარიან ჯარიმებს არასამართლიანად წერენ. მე თეატრში 7-8 თვე უნდა ვიმუშაო, რომ 5 000 ლარი გადავიხადო. რა თქმა უნდა, მაგ ჯარიმას ვერავინ ვერ გადაიხდის, დააყადაღებენ ქონებას და ქუჩაში გამოგვყრიან თუ რას გააკეთებენ, არ ვიცი", - განაცხადა ხელოვანმა. 

თავისუფალი საზოგადოება აფინანსებს დემოკრატიას - თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას დონაციის ფუნქცია დაემატა. დღეიდან თითო ლარიც კი მნიშვნელოვანი იქნება. 

თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ მინიმალური დონაცია და ერთი სივრციდან დააფინანსოთ ფონდები, ფინანსური კრიზისის ზღვარზე მყოფი კრიტიკული მედია და ყველა, ვინც უკანონო ჯარიმების სამიზნე გახდა.

როგორც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის წარმომადგენელი ამბობს, მოქალაქეებს Freedonation.ge-ზე გადასვლის შემდეგ ერთგვარი კატალოგი დახვდებათ, სადაც გაწერილი იქნება ორგანიზაციების, ფონდებისა და მედიასაშუალებების მიზნები და პროექტები. კატალოგის დათვალიერების შემდეგ, კი თითოეულ ადამიანს შეეძლება თავად გადაწყვიტოს, ვის ჩაურიცხავს თანხას და რა ოდენობით.