ეს არის არაკაცობა, ასეთი მდაბიო საქციელები პირდაპირ ივანიშვილის მიერ იგეგმება - ბაჩიაშვილი სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმაზე

21.02.25 18:15
ეს არის არაკაცობა, ასეთი მდაბიო საქციელები პირდაპირ ივანიშვილის მიერ იგეგმება - ბაჩიაშვილი სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმაზე

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა ივანიშვილის დავალებით დაიგეგმა.

გიორგი ბაჩიაშვილი მომხდარს არაკაცობას და სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ 70 წლის ქალბატონზე კვერცხების სროლას არანაირი გამართლება არ აქვს.

საერთოდ თავი რომ დავანებოთ იმას, ჩვენ სალომე მოგვწონს თუ არ მოგვწონს, 70 წლის ქალბატონზე, ასე ვერაგულად დახვედრა და კვერცხების სროლა არის სირცხვილი, არაკაცობა და არაადამიანობა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს და ვინც ამას ამართლებს, ის თვითონ არის პირველი არაკაცი და არაადამიანი. რაც შეეხება ინტერესებს, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იქნებოდა, რომელიც მიშვებული იქნებოდა სპეციალურად მაგ მისიით, ვისაც სპეციალურად ეტყოდნენ, რა დროს ჩამოდიოდა ქალბატონი სალომე. ზუსტად იგივე შემთხვევა იყო გახარიას შემთხვევაში. ესეთი თავდასმხმები და შეტევები და ასეთი მდაბიო საქციელები პირდაპირ ივანიშვილის მიერ იგეგმება და პირდაპირ მისი მითითებით ხორციელდება. ეს არის სამარცხვინო, ყველა შემსრულებელი სამარცხვინოა და დამკვეთისთვის ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. 

იდენტიფიცირებულია კიდევ ერთ პირი, ვინც ეროპროტში მეხუთე პრეზიდენტის თავდასხმაში მონაწილეობდა. “პირველებმა“ გაარკვია, რომ ის “ოცნების“ ლიდერებთან მჭიდრო კავშირში მხილებული და მათ დამხმარე ძალად მიიჩნეული - გიორგი ბერიძიშვილია.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ის მუდმივად ჩნდება იქ, სადაც “ოცნებას“ დახმარება სჭირდება და ფიზიკურად უსწორდება ყველას, ვინც “ოცნების“ სამიზნეა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს.

მსგავსი სიახლეები