"ივანიშვილმა სასამართლოში დამიანონსა, რომ დამატებით სისხლის სამართლის დევნა იქნებოდა" - გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაშია

25.02.25 11:20
"ივანიშვილმა სასამართლოში დამიანონსა, რომ დამატებით სისხლის სამართლის დევნა იქნებოდა" - გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაშია

გაუშვებს თუ არა რეჟიმი გიორგი ბაჩიაშვილს ციხეში? ოლიგარქის მილარდების ყოფილი მმართველი ადვოკატთან ერთად უკვე პროკურატურაშია - მას ახალი ბრალის დადგენილებას ამ წუთებში აცნობენ. 

„მტკვრი ჰესის“ საქმეზე ბაჩიაშვილის გასამართლება ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, სავარუდოდ, მას შემდეგ გადაწყვიტა   რაც ივანიშვილის და მისი სატელფონო საუბარი გასაჯაროვდა. 

  • "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ოლიგარქისა და მისი მიალიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის გასაჯაროებას მთელი საქართველო უკვე ერთი წელია ელოდა

 ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ახალი საქმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული მუქარის ნაწილია.

ეს არის მეორე ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოში თავის ჩვენებისას დამიანონსა, რომ დამატებით სისხლის სამართლის დევნა იქნებოდა, ეს ჩემთვის არც სიახლე და არც მოულოდნელობა არ იყო. ის იქ ამბობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ "მტკვარი ჰესის" ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ გაიზარდა, შესაბამისად, ალბათ ბაჩიაშვილმა მოიპარა ფული. მეტი, არც მტკიცებულება, არც რაიმე მიმანიშნებელი დოკუმენტი არაფერი საქმეში არ იდო. რომც მდომოდა, მე როგროც დირექტორს რაიმე უკანონობის ჩადენა, მე არ მქონდა უფლებამოსილება, რომ ჩემი ხელმოწერით დამევალებინა "მტკვარი ჰესისთვის" ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება. 

რადგან ბიტკოინების საქმე უპერსპექტივოა და სტრასბურგში ივანიშვილის კრახით დასრულდება. ალბათ, მათ აირჩიეს სტრატეგია, რომ მეორე საქმე უფრო კარგად შეკერონ და ამ საქმეზე აიღონ აქცენტი" ,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.