ახალი ბრალი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ - თანაინვესტირების ფონდი ასაიდუმლოებს, რა ამოიღო პროკურატურამ მათი სამსახურიდან
ახალი ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ - თანაინვესტირების ფონდი ასაიდუმლოებს, რა ამოიღო პროკურატურამ მათი სამსახურიდან "მტკვარი ჰესის" საქმეზე.
"პირველების" ფონდში მისვლის შემდეგ, ადგილზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ბიზნეს ცენტრში შესვლა მოქალაქეებსაც კი აუკრძალეს. "ტვ პირველი" ტელეფონით ესაუბრა თანაინვესტირების ფონდის დირექტორის მოადგილეს, ვანიკო ხვედელიძეს და ფონდის პრესსამსახურს, ნუცა ქისტაურს, თუმცა ორივე მათგანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფონდი კომენტარს არ გააკეთებს.
პროკურატურა კი ჯერ არ ამბობს, როდის მიმართავს სასამართლოს ან რა სახის აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნით ბაჩიაშვილის წინააღმდეგ.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს დღეს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგნეს. გიორგი ბაჩიაშვილს ამჯერად სამსახურებროვი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან. არადა ოლიგარქის საჩივრის საფუძველზე „მტკვარი ჰესის“ საქმეს პროკურატურა გაფლანგვის 11 წლიანი მუხლით იძიებდა. საბოლოოდ კი პროკურატურა იძულებული გახდა მუხლი გადაეკვალიფიცირებია. ბაჩიაშვილს ამ სავარუდო დანაშაულისთვის 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა "მტკვარი ჰესის" მშენებლობისას არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.