"ბავშვიც და სხვა ოჯახის წევრებიც უსაფრთხოდ არიან" - განახლებული ინფორმაცია ჯუმათიდან
მოქალაქე ლანა ლომიძე რომელიც, სოფელ ჯუმათში ნანგრევებში ბავშვის სავარაუდო მოყოლის შესახებ წერდა, ჩასწორებულ, სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს:
“უსაფრთხოდაა ბავშვიც და სხვა ოჯახის წევრებიც”, - წერს ლანა ლომაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, გურიის სოფელ ჯუმათში დიდთოვლობის გამო სახლი ჩამოინგრა. როგორც "მოხალისეები გურიისთვის" ფბ ჯგუფში წერდნენ, ნგრევაში სავარაუდოდ, მოყოლილი იყო მცირეწლოვანი.
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. მოსახლეობა სტიქიის პირისპირ მარტოა დარჩენილი და შიშველი ხელებით იბრძვიან. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე ვერ მიდის სპეც-ტექნიკა, მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.