მოხალისეები გურიაში ჩავიდნენ (ფოტოები)
ათობით ადამიანი გურიაში, სტიქიის ეპიცენტრში საკუთარი ინიციატივით უკვე ჩავიდა, ნაწილი კი გზაშია. მოხალისეები სტიქიის ზონაში ჩარჩენილებს ფიზიკურად ეხმარებიან.
საკვებით, მედიკამენტებით და პირველადი პროდუქტებით ამარაგებს სტიქიის პირისპირ მიტოვებულ ადამიანებს "ნანუკა ჟორჟოლიანის" ფონდიც.
ფონდმა რამდენიმე შტაბი უკვე გახსნა, რეგიონებში, სადაც საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მობილიზება ხდება.
სტიქიის ეპიცენტრში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად ჩასულ მოხალისეებთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება თბილისის შტაბი.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა "პირველებს" უთხრა, უახლოეს პერიოდში სტიქიის ეპიცენტრში დრონები დაიწყებენ გადაადგილებას, რომელსაც 8 კილოგრამამდე საკვების გადატანა შეუძლია და ამ გზითაც მიაწვდიან მოსახლეობას საკვებს და მედიკამენტებს.
ფონდის ხელმძღვანელი მოხალისეებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ყველაზე მძიმე ვითარება ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებშია.
გუშინ მთავარი აქცენტი იყო, მოხალისეები გაგვეშვა, დღეს მთავარი აქცენტია, მოსახლეობა საკვებით მოვამარაგოთ, რადგან ეს ადამიანები, უბრალო მოხალისეები გვწერენ, რომ მშიერი გურიით შოკირებულები არიან. როგორც ჩანს, ყველა ითხოვს საკვვებს.
დღეს ფონდი რაზეც გადაერთვება ეს არის ის, რომ იქ უკვე არსებულ შტაბებში მოხალისეები საკვებით მოვამარაგოთ, რომ ადამიანებამდე საჭმელი მივიტანოთ"- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, გურიაში ჩასულმა ირაკლი კობახიძემ მოხალისეები გააკრიტიკა და თქვა, რომ მოხალისეებს, რომლებიც დიდთოვლობაში ჩარჩენილი ხალხის დასახმარებლად თვითორგანიზებით და საკუთარი რესურსებით წავიდნენ, დახმარება აქეთ სჭირდებათ.