გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცის ოჯახი შველას ითხოვს

26.02.25 15:33
გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცის ოჯახი შველას ითხოვს

გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცის ოჯახი შველას ითხოვს. დიდთოვლობის გამო  ოჯახს სახლში მიცვალებულის ჩასასვენებელიც კი ვერ მიაქვთ. სოფელი კონჭკათი, სადაც იური ჭუმბურიძე გუშინ სახლის ნაგრევებში მოყვა, პრაქტიკულად, გარესამყროს არის მოწყვეტილი. 

გარდაცვლილის ოჯახი ცნობით, სოფელში არც მაშველები და არც ძიმე ტენქიკა გამოჩენილა. ჭირისუფლები ამბობენ, რომ მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ დახმარება არაერთხელ ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. 

გზის გაწმენდა გვინდა და სასახლის მოტანა გვინდა და სასაფლაოს გზა, რომ დავმარხოთ. სახლში გვაყვს ახლა, გაიხრწნება. გარედან სიცივე არის, შიგნით რომ ვერ აღწევს? 112-ში დავრეკე და ჩვენს კოპმეტენციაში არ შედისო. ჩვენამდე მოვიდა დიდი კომუნისტების დროინდელი ტრაქტორი, ჭიშკართან გაფუჭდა", - ამბობს ჭირისუფალი. 

დახმარებას ითხოვს ლანჩხუთში კიდევ ერთი გარდაცვლილის მამაკაცის ოჯახი. მათი თქმით, სტიქიის ეპიცენტრში საავტომობილო გზები თოვლისან გასაწმენდია და სასაფლაომდე მისვლას ვერ ახერხებენ. 

21 საუკუნეში ხის ყუთი აქვთ შეჭედილი, შგნით თოვლს ყრიან და ისე აციებენ მიცვალებულს. ორი მეტრი თოვლი დევს, ვერავინ ასვლას ვერ ახერხებს, მარტო შვილია იქ. ახლა ასული ვართ სახლის სახურავზე დაიწიდან ვრეკავთ, რომ მაგთიმ დაიჭიროს. დიაბეტიანი ხალხი გვყავს, ბავშვები გვყავს და დღეს მოხალისეებმა დაგვირეკეს და წამლები რაც გვჭირდება, დრონით გამოგვიგზავნიან", - ამბობს ადგილობრივი.