ბრიტანელმა დეპუტატმა ივანიშვილს "ტირანი" და პუტინის მხარდაჭერილი ოლიგარქი უწოდა
დებატები ბრიტანეთის თემთა პალატაში - ბრიტანელმა დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილს "ტირანი" და პუტინის მხარდაჭერილი ოლიგარქი უწოდა და მკაცრად დაგმო ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს.
დეპუტატმა შეხვედრისას ევროპის საკითებში სახელმწიფო მინისტრისგან ივანიშვილის რეჟიმისთვის ახალი სანქციების დაწესება მოითოვა და ხაზგასმით გაანცხადა, რომ ივანიშვილს ბრიტანეთმა ისევე უნდა დაუწესოს სანქციები, როგორც ეს შტატებმა დაუწესა.
გასულ თვეს, ევროპის საბჭოში ვიზიტისას, შევხვდი რამდენიმე ქართველ ოპოზიციონერ წევრს, რომლებმაც წარმიდგინეს შემაძრწუნებელი მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მიმდინარეობდა სასტიკი ფიზიკური ძალადობა საქართველოს რეჟიმის მიერ როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე მის მიმდინარეობისა და შემდგომ პერიოდში. ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს ფაქტობრივი მმართველი, კვლავაც ძალადობრივად ახშობს მშვიდობიან პროტესტს, იმავე მეთოდებით, რაც გამოიყენება რუსეთში. ძალადობა და დაშინება ამახინჯებს პოლიტიკურ პროცესს. შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, თუმცა მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გაერთიანებულ სამეფოსა და ბრიტანეთის საზღვარგარეთ ტერიტორიებზეა თავმოყრილი. იძლევით თუ არა პირობას რომ გაერთიანებული სამეფო შეუერთდება ჩვენს მოკავშირეებს და გაყინავს ამ ამორალური ტირანის აქტივებს? - განაცხადა ბრიტანელმა დეპუტატმა.
ასევე ნახეთ:
- ბრიტანელი დეპუტატები ბრიტანეთის მთავრობას ივანიშვილის რეჟიმისთვის ახალი სანქციების დაწესებას სთხოვენ