მათ ეს თავიანთ მოქალაქეებზე შანტაჟისთვის სჭირდებათ - შაიშმელაშვილი Cellebrite-ისგან პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე

27.02.25 22:46
მათ ეს თავიანთ მოქალაქეებზე შანტაჟისთვის სჭირდებათ - შაიშმელაშვილი Cellebrite-ისგან პროგრამული უზრუნველყოფის შეძენაზე

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ გომელაურის უწყებას, ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფის შეძენა “თავიანთ მოქალაქეებზე შანტაჟისთვის სჭირდება.“

როგორ მან გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, “მაქსიმალური რეპრესიებია ჩართული დღეს, რომ რაც  შეიძლება დროში ეფექტურად მოკლან აქციები და უზურპაცია დაამკვიდრონ.“

“ეს სისტემაც მაგისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან ბერკეტი, მათ არაკეთილმოსურნე მოქალაქეებზე მოახდინონ გარკვეული მანიპულაციები“, - ამბობს შაიშმელაშვილი.

მაქსიმალური რეპრესიებია ჩართული დღეს, ის საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ მიმართულია, რომ რაც  შეიძლება დროში ეფექტურად მოკლან აქციები და უზურპაცია დაამკვიდრონ. მათ შორის მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა. ერთის მხრივ კარგია, თუ ამას მიზნობრივად გამოიყენებენ, მაგრამ მათ ეს თავიანთ მოქალაქეებზე შანტაჟისთვის სჭირდებათ. დღეს ადამიანებს, ვისაც სამსახურიდან უშვებენ, ან ოჯახის წევრებით, ან პირადი ცხოვრებით ემუქრებიან და ეს სისტემაც მაგისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან ბერკეტი, მათ არაკეთილმოსურნე მოქალაქეებზე მოახდინონ გარკვეული მანიპულაციები. თორე ცალკეულად პროგრამული ურზუნველყოფა იდეალურია რუსეთის ჯაშუშების, ნარკოტრეფიკების გამოსავლენად.

2018 წელს იყო საუბარი მსგავსი პროგრამის შეძენაზე, მაგრამ ეს კი არ ემსახურებოდა პირადი ცოხვრების მოიპოვებას, ამით უნდა შემცირებულიყო ციფრული ნარკოტიკებით ვაჭრობა, რაც ძალიან დიდია და უკონტროლო, - ამბობს ის.

რატომ და რას ყიდულობს გომელაურის უწყება 7 მილიონად? - რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ვახო გომელაური ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.