შევთანხმდით, ერთიანი დოკუმენტის შექმნაზე, რომელსაც პრეზიდენტი ევროპელ პარტნიორებს გაუზიარებს -ვატო წერეთელი
პრეზიდენტის და მედიამენჯერების შეხვედრა დასრულდა - როგორც შეხვედრის შემდეგ “ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა საუბარი იყო იმ კანონებზე, რომლის მიღებასაც ე.წ. ხელისუფლება აპირებს.
მისივე თქმით, შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს გაუზიარებს.
ვისაუბრეთ იმ კანონებზე, რასაც ხელისუფლება აპირებს რომ მიიღოს, შევთანხმდით, რომ ერთიან დოკუმენტს შევქმნით და ქალბატონი სალომე გაუზიარებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ დოკუმენტს“- განაცხადა “ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა.